|
2017-03-02 12:31:46, 2032 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერმა ივანიშვილს და ღარიბაშვილს, ვიზალიბერალიზაციის მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მის წინამორბედებს - ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს, ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროპამ საქართველოს მოქალაქეებს კარი გაუღო. მისივე შეფასებით, ეს ევროპის მხრიდან ძალიან დიდი ნდობის გამოხატულებაა. „კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ დღეს. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და ეს არის უმნიშვნელოვანესი წარმატება. ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება და მე მინდა ყველა თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის დიდი შრომის შედეგი, მათ შორის ჩემი წინამორბედი პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დროს შესრულდა ტექნიკური გეგმის დიდი ნაწილი. ეს დაიწყო 2012 წელს, როდესაც მივიღეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, როდესაც პრემიერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო. ეს არის ჩვენი დიდი წარმატება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არის კიდევ მთელი 25 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთი ადამიანის გმირული მოღვაწეობის შედეგი. უნდა მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომლებმაც თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დაწესება კიდევ ერთხელ მიულოცა. „ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ თავდადებულ შრომას ყოველთვის ძალიან დიდი შედეგი მოაქვს. ეს შედეგი მთელ საქართველოს ეკუთვნის. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)