|
2017-03-01 11:29:02, 2820 ნახვა
მსოფლიო
AP: დონალდ ტრამპი ერაყის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლაზე აკრძალვას მოუხსნის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერაყი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა დროებით შეზღუდული ჰქონდათ, - ამის შესახებ Associated Press თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პენტაგონმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გადაწყვეტილების გადახედვა სთხოვეს. უწყებებმა იმ ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება, რომ ერაყს "ისლამურ სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. შესაბამისად მათ პრეზიდენტს სთხოვეს, რომ თეთრი სახლს აღნიშნული ქვეყნის პოზიციისთვის გადაეხედა. აღნიშნულ განკარგულებას სავარაუდოდ დრეს ან ხვალ მოეწერება ხელი. ამასთან დანარჩენი მუსულმანური ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა კვლავ აკრძალული აქვთ. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)