|
2017-03-01 11:05:05, 2549 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მარინ ლე პენისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მარინ ლე პენისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 3 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რაც მედიის ცნობით, სავარაუდოდ ამ კვირაში მოხდება. "ნაციონალური ფრონტის" ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტიკოსმა 2015 წელს Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის იყო, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრებიც. როგორც სააგენტო წერს, ლე პენის პარტიის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება მიმდინარეობს. მათ ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებენ. ცნობისთვის, მარინ ლე პენი "ნაციონალურ ფრონტს" 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. პოლიტიკოსს ევროპარლამენტში იმუნიტეტი 2013 წელსაც მოუხსნეს. მაშინ პარლამენტარები მას რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წლის აპრილ-მაისშია დაგეგმილი. ლე პენის გარდა, არჩევნებში მემარჯვენე პარტიის "რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიიონი და მოძრაობის "წინ!" ლიდერი ემანუელ მაკრონი მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)