|
2017-02-28 14:34:31, 2572 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში თვითმფრინავი სახლებს დაეცა - არის მსხვერპლი
ამერიკის შტატ კალიფორნიაში, თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ქალაქ რივერსაიდში მოხდა. თვითმფრინავის დაცემას ძლიერი ხანძარი მოჰყვა. როგორც BBC-ი სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე მაიკლ მურზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავის ბორტზე ცოლ-ქმარი და 3 მოზარდი იმყოფებოდა. ისინი სან-ხოსეში DisneyLand-დან ბრუნდებოდნენ. მისივე ინფორმაციით, გოგონამ, რომელიც თვითმფრინავის დაცემისას გადმოვარდა, მსუბუქი დაზიანება მიიღო. კიდევ ერთი დაზარალებული, რომელიც სახლში იმყოფებოდა, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავიაკატასტროფის ადგილას სულ 4 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, თუმცა მათი ჯერჯერობიტ უცნობია, არიან თუ არა ისინი თვითმფრინავის მგზავრები. სახანძროს ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს. ინციდენტის შედეგად, 2 სახლი დაინგრა, 1 კი დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)