|
2017-02-28 13:09:07, 2585 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი სენატორი ინიციატივით გამოდის, ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელი დაერქვას
ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორის მარკო რუბიოს ინიციატივით, ვაშინგტონში ქუჩას სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს შესაძლოა ბორის ნემცოვის სახელი დაარქვან, - ამის შესახებ ინფორმაცია სენატორის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მარკო რუბიო ქუჩისთვის "ბორის ნემცოვის პლაზას" დარქმევას მოითხოვს, ინიციატივას კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხსოვნას და ყველა იმ რუს მოქალაქეს უძღვნის, ვინც რუსეთში დემოკრატიისა და ნემცოვის მკვლელობის საქმის გახსნისთვის იბრძვის. „"ბორის ნემცოვის პლაზა" ყოველთვის შეახსენებს პუტინის რეჟიმსა და რუსს ხალხს, რომ რუსი დისიდენტების ხმა ცოცხალია და თავისუფლების დამცველები არ გაჩუმდებიან", - განაცხადა რუბიომ. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 27 თებერვალს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი კრემლის მახლობლად, სეირნობის დროს მოკლეს. პოლიტიკოსის მკვლელობას მრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)