|
2017-02-27 14:26:17, 1930 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საკუთარ დაპირებებს ასრულებს
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საკუთარ დაპირებებს ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიგრაციისა და საშინაო საკითხებში ევროკომისარ, დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უვიზო რეჟიმის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო აახლოვებს. „ეს შედეგი ადასტურებს ორ რამეს, პირველი - ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა. ამასთან ერთად, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლოა და ინსტიტუციური რეფორმების გასაგრძელებლად. მაგრამ მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ დაპირებებს. მინდა ვთქვა, რომ დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა, დღეს საქართველოში, როგორც არსად, ესმით ერთიანი ევროპის, ევროპის ერთიანი საგარეო უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენო თანამემამულენო და მე ვულოცავ ევროპასაც, იმიტომ, რომ დღეს საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა თავის ევროპულ ოჯახთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს ვიზალიბერალიზაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა: „მართლაც სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს ვიზიტით ეწვია მიგრაციის და საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარი, ჩვენი მეგობარი, ბატონი დიმიტრის ავრამოპულოსი, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მართლაც ერთად მიღწეული წარმატება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს პირადი ძალისხმევისთვის, საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიებრალიზაციის პროცესში. ასევე ვაფასებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ერთსულოვან მხარდაჭერას“, - განაცხადა პრემიერმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)