13:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-26 11:44:46, 1467 ნახვა

საზოგადოება
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას გაეცნენ

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განათლების ინოვაციური ცენტრის წევრ სტუდენტებს სააღსრულებო წარმოების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა. ლექცია სემინარს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი ესწრებოდა.

მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური შემთხვევები.

სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცაი აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტანტაცია.
პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.

ტრენინგს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ეკატერინე ახალკაცი და პაპუნა პაპიაშვილი უძღვებოდნენ.

აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემის თემატიკაზე მომავალ იურისტებთან ტრენინგებს მომავალშიც განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics