13:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 10:24:22, 1470 ნახვა

საზოგადოება
„ძალა ნდობას“ - შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას აგრძელებს

შს სამინისტროს წარმომადგენლებმა, სოციალური კამპანიის - „ძალა ნდობას“ ფარგლებში, თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე საინფორმაციო გაკვეთილი ჩაუტარეს.

შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა ძალადობის სხვადასხვა ფორმის და მისი პრევენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ სერვისებს გაეცნენ. შსს-ს წარმომადგენელი მაკა ფერაძე უფროსკლასელებს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.

შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას - „ძალა ნდობას“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics