|
2017-02-24 17:20:02, 1983 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ფოფხაძე: „ქართულ ოცნებას“ ეკა ბესელიას სახით ჰყავს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ შემოტევას გაუძლოს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა გედევან ფოფხაძემ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი განხილვის ორი დღე შეაჯამა. მან კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, მომხსენებელ ეკა ბესელიას გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა: „არ იქნება ურიგო, თუ გავიხსენებთ იმ ორდღიან მარათონს, რომლის გამოვლაც მოგვიწია და გარკვეულ შეფასებას მივცემთ ამ ყველაფერს, რადგან ჩვენ კიდევ წინ გველოდება საპარლამენტო საქმიანობა და ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ კანონპროექტზე, პაკეტზე, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან დაზარალდა იმ ფორმატით, რომელიც შემოგვთავაზეს ჩვენმა ოპონენტებმა, რადგან მაშინ, როდესაც ჩვენც გვქონდა სურვილი, კრიტიკული შენიშვნებით ჩავბმულიყავით ამ კანონპროექტის განხილვის დროს სულ სხვა ფორმით, იძულებული გავხდით, გვესმინა უშინაარსო გამოსვლებისთვის, რაზეც ჩვენი მონაწილეობა ნიშნავდა იმას, რომ ამ კანონპროექტს ვერ მივიღებდით და კენჭისყრაზე ეს საკითხი აღარ დაისმებოდა. ასეთი ალუზია გამიჩნდა- არის სტუდენტი ეკას სახით ასული ტრიბუნასთან, რომელიც 20 ტენდენციურ, გაბოროტებულ ლექტორს უნდა უსმენდეს კითხვებს და ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქართულ ოცნებას“ და ყველა ჩვენთაგანს ჰყავს ეკა ბესელიას სახით ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ შემოტევას გაუძლოს და მე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ეკას გამძლეობისთვის, იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან ეს ორი დღე იყო დემონსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ტენდენციური და როგორ შეიძლება ამ ტენდენციურობის პირობებშიც შეინარჩუნო აკადემიურობა, პოლიტიკური ალღო და პოზიცია იმ ყველაფრის დასაცავად, რასაც ვაკეთებთ. „ქართული ოცნების“ გუნდი შემოვიდა აქ იმისათვის, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ძლიერ ქართულ სახელმწიფოზე. რევანში ვეღარ შედგება, რადგან ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სუსტი უსაფრთხოება, რომ ვიღაცამ თავის პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლოს საჯარო ინტერესი“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონის პროექტს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილავენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)