14:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 16:12:18, 2447 ნახვა

ეკონომიკა
არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 1 თებერვლისათვის 17.2 მილიარდი ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი თებერვლისათვის 17.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 167.8 მლნ ლარით ანუ 1.0 პროცენტით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე იანვარში დეპოზიტების მოცულობა 0.6 პროცენტით შემცირდა).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 396.3 მლნ ლარით ანუ 4.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 2.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 228.6 მლნ ლარით, ანუ 3.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე კლებამ 4.3 პროცენტი შეადგინა).    

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 28.12 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  3.2 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.1 პროცენტი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics