|
2017-02-22 15:29:12, 2125 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გახარია: გალარების პროგრამა იყო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი - ვინც ჩათვალა, რომ მომგებიანია, ეს ნაბიჯი გადადგა
გალარების კომპონენტი - ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სოციალური ნაბიჯი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება, სოციალური პასუხისმგებლობის აღქმის შედეგად მოსახლეობისთვის შეთავაზებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სესხების გალარების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დოლარიზაციის დონე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სერიოზული რისკია, ამიტომ ლარიზაციის ის პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერაა არჩეული, ძალზე მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი მიმართულებაა. „ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დოლარიზაციის დონე ჩვენი ეკონომიკის სერიოზული რისკია. ამიტომ ლარიზაციის ის პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ იყო არჩეული, არის ძალზე მნიშვნელოვანი და ძალზე გრძელვადიანი მიმართულება, და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ესაა ფუნდამენტური ცვლილება ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებისთვის. ამან უნდა შესძინოს ეკონომიკას მეტი მდგრადობა, ჩვენ ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული გარე შოკებზე და ა.შ. თუმცა, გალარების კომპონენტი - ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სოციალური ნაბიჯი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება, სოციალური პასუხისმგებლობის აღქმის შედეგად მოსახლეობისთვის შეთავაზებული. ვინც ეს შეთავაზება მიიღო, მათ ისარგებლეს ამ პროდუქტით, ხოლო ვინც არ მიიღო და გადაწყვიტა, რომ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სჯობს დარჩეს იმ სტრუქტურულ პორტფელში, როგორიც აქვს - ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული, ხოლო გალარების ნაწილი ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი - ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის მომგებიანი იყო, ეს ნაბიჯი გადადგა. ბევრი იქნება ეს თუ ცოტა, ამას დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ არის კონცეპტუალური თემა - კონცეპტუალური თემა ის გახლავთ, რომ ჩვენ მივდივართ ლარიზაციის მიმართულებით, რაც სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)