|
2017-02-18 15:11:38, 2000 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ომბუდსმენი: რასაც ყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვის მხარეს არ აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და თავი დაიცვას, - ამის შესახებ ომბუდსმენმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების დროს განაცხადა. ნანუაშვილის თქმით, ის კლინიკაში თავისი სურვილით მივიდა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ყველა დეტალი, რაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩვენ ვსწავლობთ აღნიშნულ საქმეს. პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც, რეალურად, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვას არ აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას თავი, დაიცვას ბრალდებული. მაშინ როდესაც, სხვა ყველა მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების უფლება აქვს", - განაცხადა ნანუაშვილმა. ამასთან, ომბუდსმენის ინფორმაციით, რასაც ყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოს საქმის მასალების ნაწილი გადაეცა, ნანუაშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)