|
2017-02-17 13:33:41, 2394 ნახვა
სამართალი კომენტარი
მამუკა ახვლედიანი: მე მკითხეთ, მჯერა რომ ჩანაწერი გვარამიამ გააკეთა ?
საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, ფიქრობს, რომ გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებულია. მამუკა ახვლედიანს გამოძიებასთან კონკრეტული კითხვები აქვს. „როცა ინფომრაციას გამოძიების თაობაზე იღებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ბრიფინგზე, ცოტა უცნაურია ამ ტიპის გამოძიება. კითხვა მაქვს გამოძიებასთან - გვარამიასი ხან სჯერათ და ხან არ სჯერათ. როცა გვარამია აცხადებს, რომ „მე გავაკეთე ჩანაწერი“, მე მკითხეთ - მჯერა რომ გვარამიამ გააკეთა ჩანაწერი?“, - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ ჩანაწერი გვარამიამ გააკეთა, ახვლედიანმა ასე უპასუხა: „არ ვიცი. მე გამოძიებას ვეკითხები. იმიტომ მიმდინარეობს გამოძიება, რომ გაირკვეს ვინ მოიპარა, როგორ მოხდა... როცა გვარამია განაცხადებს სჯერათ ეს ყველაფერი, მაშინ ისიც დაიჯერონ, რომ სისულელეა, რაც ხდება“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. რაც შეეხება შეკითხვას, იცოდა თუ არა მან ჩანაწერის არსებობის შესახებ, ახვლედიანი ამბობს, რომ პირველად გაიგო მაშინ, როდესაც ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. „პირველად მესმის. არც ეს საუბარი ყოფილა ჩემთან, რაზეც საუბრობენ. ძალიან ბევრ საკითხზე, რაზეც იქ ვსაუბრობ, ბევრ ჟურნალისტთან და ბევრ ადამიანთა მისაუბრია, ამიტომაც ვერ ვიხსენებ ვისთან რა საუბარი იყო და რა მოხდა. იქ სადაც ვიხსენებ ერთ-ერთ საუბარს, ოჯახში, სადაც ვიყავით სუფრაზე, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა საუბარი და მაშინ მთლიანად ჩაწერდნენ და არა ნაწილ-ნაწილ. სამი პირი ვიყავით და პერიოდულად მეოთხე პირიც ესწრებოდა. არ ვიცი სად არის ეს ყველაფერი ჩაწერილი. ძალიან ბევრი საუბრიდან ამონაკრებია. შესაძლებელია ეს ერთადაც ვთქვი სადმე, მაგრამ შესაძლებელია ეს ოთხი-ხუთი საუბრიდან იყოს. დიდი ნაწილი იმ სუფრიდან არის. იქ ბევრ სხვა საკითხზეც იყო საუბარი, რომელიც ამ ჩანაწერში არ არის. მაშინ ის სად წავიდა? ვიმეორებ, ზოგადად დავსვი კითხვა, როცა გამოძიება რაღაცას აპრიორი ამბობს, რომ რაღაც საკითხში ვიღაცას ენდობა და ვიღაცას არა, ცოტა უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს, მე არ ვენდობი პირადად, გვარამიასთვის კი არ ტარდება ეს გამოძიება, მე მაინტერესებს იქ რა ხდება. როცა აცხადებს, რომ ვიღაცამ ჩანაწერი გააკეთა, მე მჯერა? მკითხეთ. არ ვიცი ვინ გააკეთა. იქ სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ. იქნებ უშიშროებამ ჩაწერა, იქნება მესამე პირმა ჩაწერა, იქნებ სულ სხვა ჩანაწერია“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. ჟურნალისტის კითხვაზე,ანუ, ესწრებოდა თუ არა საუბარს უშიშროების წარმომადგენელი, ახვლედიანმა უპასუხა: „არ ვიცი, ვინ რას აკეთებდა და როგორ, წარმოდგენა არ მაქვს“. ცნობისთვის, საქმე ეხება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)