03:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 17:12:40, 1197 ნახვა

საზოგადოება
სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მჭიდრო კავშირებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. 

„ჩვენთვის სამწუხაროა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო ყველა საშუალებით დაეხმარება საქართველოს ალიანსის წევრი გახდეს.

ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და დღემდე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics