08:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 18:36:35, 872 ნახვა

სამხედრო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში PFP-ის პროგრამის ფარგლებში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე  საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ გასულ წელს საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 10 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 2 ქართველი, 7 ლატვიელი და 1 სომეხი. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან.  კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა ორფოლოს პოლიგონზე გაიარეს. ქართველ, ლატვიელ და სომეხ სამხედროებთან ერთად სამთო სროლებში მონაწილეობა ფრანგმა კადეტებმაც მიიღეს, რომლებიც ერთთვიანი გაცვლითი პროგრამით დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 10 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები  სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ და ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics