16:35 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 14:32:13, 2413 ნახვა

სამართალი
პროკურატურა მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ასაჯაროვებს

პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თავად მოსამართლეთა თანხმობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოდან შემოსულ მასალას, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, მათ შორის მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

აღნიშნული მასალა განთავსებულია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1130

მისივე თქმით, მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება დაგამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

„გამოძიება დაინტერესდა აღნიშნული სატელეფონო ნომრების მფლობელებით, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს სატელეფონო ნომრმები რეგისტრირებულია უკრაინაში.

აღნიშნული წერილების ავტორების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედბებეი.მას შემდეგ, რაც დადგინდება წერილობითი მიმართვების, ასევე მოკლე ტექსტური სატელეფონო შეტყობინებების ავტორები, საჯაროდ გავავრცელეთ ინფორმაციას.როცა გახდება გარკვეული პირის დაკითხვის საჭიროება დღის წესრიგში და ჩავთლით საჭიროდ, რომ  ამ ინფორმაციის გავრცელება საჯაროდ არის სწორი, მიმდინარე საგამოძიებო ინტერესიდან გამომდინარე, ამ ინფრომაციას გავავარცელებთ.

გამოძიების პროცესი არის ძალიან დინამიური, ყოველდღიურად შეიძლება ახალ ახალი ვითარება შეიქმნას და დღის წესრიგში დადგეს ახალი საჭიროებები“,-განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics