17:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 11:57:25, 2755 ნახვა

მსოფლიო
Amnesty International: სირიის ციხეში ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელიც დამასკოსთან ახლოს მდებარე სირიის სამხედრო ციხე საიედნაიაში ადამიანთა სიკვდილით დასჯისა და წამების ფაქტებს ეხება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2011 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით სასამართლოს გარეშე 5 ათასიდან 13 ათასამდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ასეთი დასკვნები ციხის ყოფილი ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და ყოფილი პატიმრების ჩვენებების საფუძველზე გაკეთდა.

"რთული წარმოსადგენია, რომ მსგავსი მასშტაბური და სისტემატური მოქმედება სანქცირებული არ ყოფილიყო სირიის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ", - აცხადებენ დასკვნის ავტორები.

როგორც ორგანიზაციის დასკვნაშია ნათქვამი, გამოძიების დროს მათ ინტერვიუ აიღეს 31 ყოფილი პატიმრისგან, 4 ციხის თანამშრომლისგან, 3 ყოფილი მოსამართლისგან, 3 ექიმისგან, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალ ტიშრინში მუშაობდნენ, 4 სირიელი ადვოკატისგან, 17 საერთაშორისო და სირიელი ექსპერტისგან და 22 მოქმედი თუ ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრებისგან.

Amnesty Internationa-ის ცნობით, საიედნაიას ციხეში არსებობს ორი კორპუსი: "წითელი" და "თეთრი".  "წითელ" კორპუსში მყოფ ათასობით დაკავებულს საიდუმლოდ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე სიკვდილით სჯიდნენ.

Human Rights Data Analysis Group-ის მიხედვით, 2011 წლიდან 2015 წლამდე სირიის სახელმწიფო ციხეებში საშუალოდ თვეში 300-ს ადამიანს კლავდნენ. საერთო ჯამში, ამ ციხეებში 17,7 ათასი ადამიანი მოკლეს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics