20:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 18:19:42, 1151 ნახვა

საზოგადოება
სს რუსთავის აზოტის საკითხზე მედიაციის პროცესი გრძელდება

მედიაციის პროცესი  სს რუსთავის აზოტის მენეჯმენტსა და დასაქამებულებს შორის კვლავ მიმდინარეობს. 

შეხვედრა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ელზა ჯგერენაიას, პროფკავშირების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს, სს რუსთავის აზოტის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბურდილაძესა და  დასაქმებულებს შორის დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. სოციალური დიალოგის ფარგლებში შეთანხმების მისაღწევად და ამ ეტაპზე  ზუსტდება დეტალები.  

სს რუსთავის აზოტის ახალმა მენეჯმენტმა შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა 330 ადამიანს. სანაცვლოდ მენეჯმენტი გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2 თვის ხელფასს აუნაზღაურებს და დამატებით 3 თვის განმავლობაში გასცემს კომპენსაციას 500 ლარის ოდენობით. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში კი განხილული იქნება უკვე გათავისუფლებული მუშა-მოსამსახურეების დასაქმების საკითხი, მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics