|
2017-02-06 16:54:49, 1227 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულს გუდაურში მოგებული ბინა გადასცა
„თიბისი ბანკმა“ ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების გამარჯვებული სუპერპრიზით დააჯილდოვა. “თიბისი ბანკის” კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორის თამუნა კირვალიძის განცხადებით, აქციის ფარგლებში 2000-მდე ადამიანს გადაეცა ფულადი პრიზი, ორს ბინა, ერთს კი საგზური. „ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშება ციფრულად მიმდინარეობდა და გათამაშების პრინციპი შემთხვევითობა იყო. არ გვინდოდა, ყველაზე აქტიური მომხმარებელი საჩუქრის გარეშე დაგვრჩენოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მეორე ბინა გუდაურში, მობაილბანკის ყველაზე აქტიური მომხმარებლისთვის გადაგვეცა. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აქცია ძალიან ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა სიხარულის მომტანი - 2000-მდე ადამიანი ფულადი პრიზით დავასაჩუქრეთ, 2 - ბინით, ერთი კი მოგზაურობით. ყველას მინდა მივულოცო „თიბისი ბანკის“ სახელით და წარმატება ვუსურვო, სხვებს კი მოვუწოდო, რომ გააქტიურდნენ ინტერნეტ და მობაილბანკში,"- განაცხადა თამუნა კირვალიძემ. ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ ერგეშიძეს კუთვნილი ბინა საცხოვრებელ კომპლექს „მგზავრებში", გადაცემა „ექიმების" წამყვანებთან ერთად, საზეიმოდ გადასცა და გამარჯვება მიულოცა. შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ გათამაშების შედეგად, ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა ორი სუპერ პრიზის მფლობელი - ზურაბ ერგეშიძე, რომელმაც გუდაურში ბინა მოიგო და ბაკურ ბეგაშვილი, რომელმაც ევროპაში სამოგზაურო საგზური მოიგო. გარდა სუპერპრიზის მფლობელებისა, „თიბისი ბანკის“ გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდა მობაილბანკის ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელმაც აქციის პერიოდში მობაილ ბანკით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა. ეს აღმოჩნდა თინათინ ლორთქიფანიძე, რომელსაც ბანკმა ასევე აჩუქა ბინა გუდაურში. სიურპრიზის შესახებ მობაილ ბანკის ყველაზე აქტიურ მომხმარებელს „თიბისი ბანკმა“ სწორედ გუდაურიდან, ერგეშიძეების ბინიდან სატელეფონო ზარით შეატყობინა. აქციის ფარგლებში სულ 2000-მდე ადამიანი დაჯილდოვდა ფულადი პრიზით. ეს მხოლოდ იმისათვის, რომ „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრულ გათამაშებაში მონაწილეობდნენ. (R)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)