20:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 15:32:47, 1253 ნახვა

საზოგადოება
სამეურვეო საბჭო ვასილ მაღლაფერიძის წინადადებების შესწავლას იწყებს

საზოგადოებრივი  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში  გენერალური დირექტორის მხრიდან ორი წინადადება შევიდა.

პირველი ესაა საზოგადოებრივ მაუწყებლის  დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, ხოლო  მეორე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

როგორც ბორდის წევრებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სამეურვეო საბჭო შემოსული წინადადებების შესწავლას იწყებს  და ამისთვის შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს:

უახლოეს დღეებში მოიწვევს საჯარო  ყრილობას, სადაც მოისმენს დამატებით ინფორმაციასა და განმარტებებს გენერალური დირექტორისგან და მენეჯმენტისგან.  შემდეგ  დაგეგმავს კონსულტაციების ფორმას, ხოლო შემდეგ უახლოეს დღეებში დაიწყებს  შეხვედრებს თანამშრომლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან  და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებით,  ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმის შინაარსს ვერ შეაფასებენ, რადგან მას თავადაც დღეს გაეცნენ და გეგმის შინაარსზე ამჟმად კომენტარის გაკეთება მათი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება.

თუმცა, ბორდის წევრები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი საკუთარ გეგმებს საჯაროდ განიხილავს.

სამეურვეო საბჭოს წევრების მტკიცებით, გენერალური დირექტორის მხრიდან შესული წინადადებების განხილვის პროცესი გამჭვირვალე იქნება.  სამეურვეო საბჭოს წევრები წინასწარ ვერ საუბრობენ დამტკიცდება თუ არა ვასილ მაღლაფერიძის გეგმა იმ სახით, როგორც ეს მან  დღეს წარმოადგინა.

„შესაძლოა, სულ სხვა კონცეფცია მივიღოთ. უნდა წარიმართოს სამუშაო პროცესი და ეს  სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი  მაუწყებლის დირექტორის აღნიშნული  ხედვა იქნება გაზიარებული. ან იქნება ეს გეგმა დამტკიცებული, ან არა. იქნება უამრავი სხვა წინადადება, მსჯელობა, საჯარო შეხვედრები და ამის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება“,-აღნიშნავენ სამეურვეო საბჭოს წევრები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics