20:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 11:43:55, 1100 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება გაუგებარია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბათუმში მდებარე შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს სწავლობს.

როგორც უჩა ნანუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია ის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული.

„მიგვაჩნია, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა იყოს პროცესი წარმართული. თვეების წინ, არაერთხელ იყო საუბარია მათ შორის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში ხდება, არ უნდა აისახოს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არის რეგისტრირებული. საზოგადოებრივი ინტერესი არის გაცილებით მაღალი და არავის არ უნდა შეეზღუდოს მსგავსი საქმიანობის უფლება“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

ცნობისთვის,  ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრს და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics