20:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 12:31:30, 1923 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: პრეზიდენტის შენიშვნების უდიდეს ნაწილს სრულად ვიზიარებთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების  უდიდეს ნაწილს  სრულად იზიარებენ.

ამის შესახებ ტუღუშმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა, სადაც ვეტოს საკითხზე საპარლამენტო ფრაქციებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

"ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ის შენიშვნები, რომელიც წამოწეულია პრეზიდენტის ვეტოში, არის იმ შენიშვნათა ნაწილი, რომელიც ჩვენ გვქონდა ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების დროს. ის პრინციპული საკითხები, რომელიც უკავშირდება მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებას, სასამართლოს თავმჯდომარეების ამ წესით დანიშვნას და რამდენიმე სხვა ასპექტს, არის სწორედ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ თავის დროზე დავინახეთ და ამაზე მივუთითეთ უმრავლესობას, რომელმაც მაშინ გადაწყვიტა, რომ ამ სახით, თუნდაც ვენეციის კომისიის დასკვნის საწინააღმდეგოდ მიეღო ეს კანონი.

ახლა ვნახოთ, რეალურად რა გამოვლინდება. იმედს ვიტოვებ, რომ არ მივიღებთ იმის მსგავს პროცესს, რომელიც წინა ვეტოსთან დაკავშირებით მოხდა, როდესაც საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობას ეხებოდა. ვნახოთ, რეალურად როგორ წავა პროცესი, თუმცა რა თქმა უნდა, ვეტოში რა შენიშვნებიც არის მოყვანილი, მათ უდიდეს ნაწილს ჩვენ სრულად ვიზიარებთ",-განაცხადა ტუღუშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics