|
2015-03-31 12:58:53, 1826 ნახვა
სხვადასხვა
შსს-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პოლიციას ეწვია
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ივანე პაპიაშვილი, ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ჩიკვაიძე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ ძაგნიძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შსს-ს პოლიციას ეწვივნენ. შსს-ს ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების დროს ქართულ დელეგაციას ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის გენერალური კომისარი ლინას პერნავასი, მისი მოადგილე ედვარდას შილერისი, კრიმინალური პოლიციის ბიუროს უფროსი როლანდას კიშკისი, მისი მოადგილეები ანჯეუს როგინსკისი და არტურას ბაზისი მასპინძლობდნენ. ვიზიტის მიზანია ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის მიერ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გატარებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება, შემდგომში საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზნით, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. 2015 წლის 14 იანვრიდან ძალაში შევიდა „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება. შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი შეთანხმების იმპლემენტაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)