14:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 22:17:31, 1215 ნახვა

საზოგადოება
სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში კულტურის სახლი იწვის

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში კულტურის სახლი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაწესებულებას ცეცხლი სახურავიდან გაუჩნდა და მთლიან შენობას მოედო.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კახეთის რამდენიმე რაიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ცეცხლის კერა დაუდევრობის გამო წარმოიშვა.

ცნობისთვის, აღნიშნული კულტურის სახლი 20 წელია არ ფუნქციონირებს. შენობის ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად დაზიანებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics