17:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 12:08:02, 1701 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: ე.წ. კაბელების საქმის შედეგი დემოკრატიული ქვეყნის მახასიათებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ე.წ კაბელების საქმის შედეგი დემოკრატიული ქვეყნის მახასიათებელია.

როგორც თალაკვაძემ განმარტა, განსხვავებული პოზიციების მქონე ინსტიტუტებმა საკუთარი როლი შეასრულეს, მათ შორის პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა ალბათ ორ რამეს აქვს - ეს გადაწყვეტილება როგორ აისახა კონკრეტულად ამ ადამიანების ცხოვრებაზე. ფაქტია, რომ ისინი სახლებში დაბრუნდნენ, რაც სასიხარულოა მათი ოჯახებისთვის და ახლობლებისთვის. მეორე, საზოგადოება მომსწრე იყო მთელი იმ სასამართლო პროცესების, მსჯელობის და ეს იყო ღია პროცესი. ყველამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. შესაბამისად, სასამართლო პროცესებში ვერ დავინახე ის, რომ მხარეებს საკუთარი პოზიციების დასაბუთების გატანის, მსჯელობის პრობლემა ჰქონოდათ. მედიის ინტერესიც ამ საქმეებთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალი იყო და ვფიქრობ, მივიღეთ ისეთი შედეგი, როგორიც მივიღეთ”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო უკვე დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics