15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 11:06:56, 3085 ნახვა

მსოფლიო
აშშ დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი, კრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი, განუსაზღვრელი ვადით კრძალავს.

როგორც ტრამპმა განაცხადა, „ეს არის ქვეყნის დაცვა უცხოელი ტერორისტების ჩამოსვლისგან“.

ამასთან, პრეზიდენტის განკარგულებაში განსაზღვრულია დევნილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მიღება მიმდინარე ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს სრულდება) იქნება შესაძლებელი და ეს რაოდენობა  50 000-ით არის განსაზღვრული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ფინანსური წელი დაიწყო, შტატებმა უკვე 30 000 დევნილი მიიღო. შესაბამისად, დარჩენილ პერიოდში აშშ 20 000 დევნილს მიიღებს.

დონალდ ტრამპის განკარგულებით, შემოღებული იქნება აუცილებელი გასაუბრება არაიმიგრაციული ვიზების მისაღებად და დაჩქარდება აშშ-ში შესულების კონტროლის ბიომეტრული სისტემის ამოქმედება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics