15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 17:23:58, 2514 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი: ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სანქციების მოხსნას აპირებს, რეალისტური არაა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების თაობაზე შესაბამისი განკარგულება მოამზადა.

პესკოვის თქმით, გავრცელებულ ინფორმაციას კონკრეტული სახელები და გვარები აკლია, ამიტომ მის სანდოობაში ეჭვი ეპარება.

"ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. რამდენადაც ვხვდები, გავრცელებულ ინფორმაციაში კონკრეტული წყაროები და სახელები არ ფიგურირებს, ამიტომ არ ვიცი, რამდენად არის ის რეალისტური", - აღნიშნა პესკოვმა.

მედიის ინფორმაციით, ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას არ დააჩქარებს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთისგან ტერორიზმთან ბრძოლაში სარგებელს მიიღებს. 

ამერიკული გამოცემა Politico-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, ტრამპმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ახლო მომავალში გააუქმოს.

"გავიგე, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში არსებობს განკარგულების პროექტი, რომელიც რუსეთის წინიააღმდეგ სანქციებს შეამსუბბუქებს. მოეწერს თუ არა ტრამპი აღნიშნულ განკარგულებას ხელს, იქამდე სანამ რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნად დაინიშნება?" - წერს გამოცემის ჟურნალისტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, რამდენიმე წყარო აკონკრეტებს, რომ "შემოთავაზებული განკარგულება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ცალმხრივად გააუქმებს".

ცნობისთვის, ანალოგიურ ინფორმაციას ატლანტიკური საბჭოს წევრი ფაბრის პოტიე ავრცელებდა.

"ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის თაობაზე შესაბამისი განკარგულება უკვე მოამზადა, - წერს ფაბრის პოტიე Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მედიის ინფორმაციით, ამერიკელმა სენატორებმა კანონპროექტზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ხელს შეუშლის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics