17:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 14:12:09, 1593 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: საქართველოს ნატოს სამიტზე არ გამოჩენა აღქმული იქნება, როგორც ქვეყნის კურსის ცვლილება

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველო 2017 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ექვემდებარება რუსეთის ზეწოლას და ჰყიდის ეროვნულ ინტერესებს, რომელშიც ნატოში გაწევრიანებაც შედის.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, თუ საქართველო სამიტზე არ გამოჩნდება, ეს აღქმული იქნება როგორც ქვეყნის კურსის ცვლილება.

"თქვენ რა გგონიათ, რომ რუსეთთან დათმობა მარტო მწვანილის გაყიდვას ნიშნავდა? ეს ნიშნავდა, რუსეთთან ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას და ნატოში გაწევრიანება შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. დოლიძის განცხადება, ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს პირდაპირ ჯდება იმავე ხაზში, რაცაა გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმება, რაცაა ქართველ ოფიცრებზე და ჯარისკაცებზე მტრული სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მიწოდება. ჩვენს გვყავს მთავრობა, რომელიც ექვემდებარება რუსეთის ზეწოლას და ყიდის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. საქართველო ყოველთვის ესწრებოდა ნატოს ბოლო სამიტებს და ესწრებოდა, როგორც ქვეყანა, რომელსაც განცხადება აქვს გაკეთებული, იმაზე, რომ უნდა გავხდეთ ნატოს წევრი და ჩვენი გამოჩენა ამ სიტუაციაში არის მნიშვნელოვანი. არ გამოჩენა აღქმული იქნება, როგორც ჩვენი კურსის ცვლილება, რაც პუტინს უბიძგებს მეტი ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე. თუ დაინახო, რომ მისი ზეწოლის ქვეშ სამიტზე აღარ მივდივართ, ის კიდევ უფრო აგრესიული გახდება საქართველოს მიმართ", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო 2017 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, ვინაიდან, სამიტი ვიწრო ფორმატში გაიმართება და მას მხოლოდ წევრი ქვეყნები დაესწრებიან. სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ფორმებისა და გეგმების შემუშავებას უკავშირდება.

ცნობისთვის, ნატოს რეალობაში არსებობს პრეცენდენტი, როდესაც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ, რათა მათი ურთიერთობის ფორმები დაესახათ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. აღნიშნული ბუშის არჩევის შემთხვევაში განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics