10:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 17:36:01, 1106 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო

დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 მისამართზე მიმდინარეობს.

„წერეთლის გამზირის N77-ის მე-5  და დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 39-ე კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ფოთის ქუჩის N44-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ სახლში საძირკველი და სარდაფი მაგრდება.

 სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები წყალტუბოს ქუჩის N3-ში მიმდინარეობს.

 წერეთლის გამზირის მე-6 კორპუსში ქანობიანი სახურავი რემონტდება, ხოლო დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსის ამორტიზებული წყალსაწრეტი მილები ახლით იცვლება.

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი პროექტები დიდუბის რაიონის გამგეობამ 117 374 ლარით დააფინანსა.

2017 წლის  იანვრის თვეში დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 99 განცხადებაა შესული. ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აცხადებენ მერიაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics