|
2017-01-25 14:44:31, 2021 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: საქართველოსთვის სიის დაბრუნებას „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები ყიჟინით შეხვდნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სიის საქართველოსთვის უკან დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა, მათ შორის სახალხო დამცველმა, იმუშავა სწორედ იმისათვის, რომ მოსამართლეობის კანდიდატების ეს სია ქვეყანას უკან დაბრუნებოდა: "ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა „ნაციონალური მოძრაობა“, უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ჩასული იყო ცოტა ხნის წინ სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, არ დაეჭირათ ამ სიისთვის მხარი. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით „ვიშიმშილებო“, ევროპას ეუბნებოდა არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია დაბრუნებოდა. რაც შეეხება საქმეს და არა ემოციებს, არ ვიცით როგორ დავგეგმავთ მომავალ პროცედურებს. დაველოდებით ევროსაბჭოს ოფიციალურ გადაწყვეტილებას. ალბათ, წლის განმავლობაში შედგება ახალი სია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, შემდეგ კი, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო. გუშინ გამართულ კენჭისყრაზე სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. კანდიდატურების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 მომხრე იყო, 2-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)