21:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 19:59:44, 2388 ნახვა

სამართალი
პარლამენტის ბიუროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარედგინა

ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის ბიუროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარედგინა. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, მანანა კობახიძეს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ. მისივე განმარტებით, სურვილის შემთხვევაში მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ ფრაქციებს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ირჩევს. მანანა კობახიძესთან დაკავშირებით დეპუტატები გადაწყვეტილებას საგაზაფხულო სესიის დაწყებისას მიიღებენ. 

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics