|
2017-01-23 15:42:16, 1424 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვიქნები კონსტიტუციის და სხვა არაფრის წინაშე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლის მოსამართლედ მისი არჩევის შემთხვევაში, ნებისმიერ საქმეში ყველა გადაწყვეტილება მიიღება მოსარჩელის, მოპასუხის არგუმენტების მოსმენით, მტკიცებულებების შესწავლით, სპეციალისტების, ექსპერტების მოსაზრების მოსმენით და შინაგანი რწმენით. მისივე თქმით, მოსამართლე ვალდებული მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის წინაშე ხდება და არავითარი სხვა პოლიტიკური ინტერესების წინაშე. „თუ პარლამენტის მიერ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა ჩვენ კენჭისყრებს უნდა დაველოდოთ, რა თქმა უნდა მე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვხდები საქართველოს კონსტიტუციის, როგორც უზენაესი კანონის წინაშე და სხვა არაფრის და არავის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ საქმეში ყველა გადაწყვეტილება მიიღება მოსარჩელის, მოპასუხის არგუმენტების მოსმენით, მტკიცებულებების შესწავლით, სპეციალისტების, ექსპერტების მოსაზრების მოსმენით და შინაგანი რწმენით. მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის წინაშე ხდება მოსამართლე ვალდებული, არავითარი სხვა პოლიტიკური ინტერესების წინაშე. ასე, რომ ვფიქრობ, ვინც არ უნდა დაეყენებინა საპარლამენტო უმრავლესობას, ყველას მიმართ იქნებოდა მსგავსი განმარტებები. ამიტომ, მე არ შევალ ამ დისკუსიაში, დანარჩენს ყველა ნახავს, ამა თუ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე იქნება ჩემი უკვე, როგორც მოსამართლის ხელმოწერა და იქ აისახება ჩემი პოზიცია, როგორც მოსამართლის",-განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე - „თქვენ შესაძლოა თქვენს მიერ მიღებულ კანონებზე მოგიწიოთ მსჯელობა, რამდენად ხედავთ ინტერესთა კონფლიქტს?“, კობახიძემ ასე უპასუხა: „მას შემდეგ, რაც კანონი მიიღება, ზოგადად სამართლის თეორიიდან და ფილოსოფიური კატეგორიებიდან თუ ამოვალთ,ეს კანონი ყოველგვარ კავშირს წყვეტს კანონმდებელთან. ამის შემდეგ, ესა თუ ის კანონი არღვევს კონსტიტუციას და არის ამასთან დაკავშირებული სარჩელი, რა თქმა უნდა მოსამართლე ვალდებულია სწორედ გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმეში არსებული მტკიცებულებების ფაქტების შესწავლის შედეგად, და ვფიქრობ, მე დამატებით, გარდა იმისა, რომ ადვოკატი გახლდით, 10 წელი სწორედ ადამიანის უფლებათა სფეროში ვსაქმიანობდი, დამატებით, ის 4 წლიანი გამოცდილება და ცოტა მეტი, როგორც კანონმდებლის, მხოლოდ და მხოლოდ დამეხმარება იმაში, რომ ობიექტურად შევაფასო ესა თუ ის კანონი. შეიძლება კანონზე იყოს ჩემი ხელმოწერა, ჩემი ინიცირებულიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე კონკრეტულ საქმეში ვიქნები მიკერძოებული, ამ შემთხვევაში რომელიმე მხარის მიმართ. აუცილებლად გადაწყვეტილებები გამოვა მხოლოდ საქმეში არსებული გარემოებების შესწავლის შედეგად",-აღნიშნა კობახიძემ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)