|
2017-01-21 16:49:31, 3002 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ეთიკური ღირებულებებით იხელმძღვანელოს
რომის პაპი ფრანცისკე აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ეთიკური ღირებულებებით იხელმძღვანელოს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ხალხზე იზრუნოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Radiovaticana ავრცელებს. როგორც ფრანცისკემ აღნიშნა, ახალმა პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რაც ამერიკელი ხალხის ისტორიის ფორმირებას მოახდენს. "იმ დროს, როდესაც კაცობრიობა სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის, ვლოცულობ, რომ თქვენი გადაწყვეტილება მდიდარი სულიერი და ეთიკური ღირებულებებით იყოს ნაკარნახევი, რაც ამერიკელი ხალხის ისტორიის ფორმირებას მოახდენს", - განაცხადა პაპმა. როგორც ცნობილია, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ჯანდაცვის რეფორმა Obamacare-ის გაუქმების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტს არ შეუძლია ჯანდაცვის კანონი ერთპიროვნულად გააუქმოს, თუმცა დონალდ ტრამპმა და სხვა რესპუბლიკელებმა პირობა დადეს, რომ სენატში ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ და Obamacare-ის სახელით ცნობილ აქტს აუცილებლად გააუქმებენ. ამასთან, სენატმა თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების მდივნის პოსტებზე ჯეიმს მატისი და ჯონ კელი დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გუშინ შედგა. რესპუბლიკელმა აღნიშნულ თანამდებობაზე დემოკრატი ბარაკ ობამა ჩაანაცვლა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)