|
2017-01-20 17:52:03, 2440 ნახვა
მსოფლიო
„ნარცისია, რომელიც მსოფლიოს იარსახეს შეცლის“ - ჰოლივუდის ვარსკვლავები ტრამპის წინააღმდეგ
ნიუ-იორკში, არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპტროსტო აქციები იმართება. ერთ-ერთ საპროტესტო აქციაში ლოზინგით "ერთად ვდგავართ" (United We Stand) ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასკო, ჰოლივიდის ვარსკვლავები რობერტ დე ნირო, მარკ რუფალო, ალეკ ბოლდუინი, რეჟისორი მაიკლ მური და მომღერალი შერი მონაწილეობდნენ. ქალაქის ქუჩებში ათასობიით ადამიანი გამოვიდა. ისინი Trump Tower-ის შენობასტან შეიკრიბნენ.
მსახიობ რობერტ დენიროს განცხადებით, "მაწანწალა ქვეყნისთვის ცუდი მაგალითია".
სცენაზე ასევე, მსახიობი ალეკ ბოლდუინი გამოვიდა. მან თავდაპირველად ახლადარჩეულის პრეზიდენტის პაროდია გააკეთა, რის შემდეგადაც მომიტინგეებს სიტყვით მიმართა. "დონალდ ტრამპს, სტივ ბენონს და მაიკლ პენსნის, ჰგონიათ, რომ თქვენ დანებდებით. მაგრამ, მათ არ იციან: ნიუ-იორკელები არასდროს ნებდებიან", - აღნიშნა ბოლდუინმა. აქციის მონაწილეებმა დონალდ ტრამპი რასობრივი, რელიგიური დისკრიმინაციის გამო გააკრიტიკეს. აქციის მონაწილეებს სიტყვით მომღერალმა, შერიმ მიმართა და აღნიშნა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი "წარმოუდგენელი ნარცისია, რომელიც მსოფლიოს იარსახეს შეცლის, თუ მას ამის უფლებას მისცემენ".
"ერთადერთი რამ, რაც ჩვენ გადაგვარჩენს თქვენ ხართ. მე 70 წლის ვარ და ვნახე, როგორ შეიცვალა ამერიკაში 12 პრეზიდენტი. არასდროს ვყოფილვარ ასე განწყობილი. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვიეტნამის ამბები ხდებოდა და არავინ არაფერს აკეთებდა, იქამდე სანამ ხალხი გარეთ არ გამოვიდა. ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის შეჩერება. ხალხის ძალა იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ის უკანალები, რომლებიც ვაშინგტონში იქნებიან. ვცდილობ ვიყო, კორექტული მაგრამ არ შემიძლია, ეს ხომ მე ვარ. ჩვენ ამ სიტუაციიდან ჩვენი გაბრაზება გამოგვიყვანს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით დეპრესიაში. მე ვიყავი ჰილარისთან ერთად იმ ღამეს როდესაც ჩვენ წავაგეთ. დავბრუნდი სახლში და ძილისთვის ვემზადებოდი, როდესაც ტელევიზორში გავიგე, რომ ათასობით ადამიანი გარეთ არის გამოსული. მე ჩავიცვი და გარეთ გამოვედი, ვიგრძენი ის ძალა, რომელიც ხალხში იყო. პირობას გაძლევთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი შეცვალოთ", - მიმართა მომღერალმა აქციის მონაწილეებს. რეჟისორ მაიკლ მურის შეფასებით, არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მმართველობა 4 წელს ვერ გასტანს. მურმა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, ინაუგურაციის შემდეგ "100 დღიანი საპროტესტო აქციები" დაიწყონ.
რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინა წლის ნოემბერში გაიმარჯვა. მის არჩევას ქვეყანაში მრავალრიცხოვანი არეულობები მოჰყვყა. ძირითადი საპროტესტო აქციები ნიუ-იორკში, ატლანტაში, პორტლენდში, სან-დიეგოში, კალიფორნიაში და მიჩიგანში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება. დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|






ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)