21:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 18:00:20, 2483 ნახვა

სამართალი
„გირჩი“: შსს-სთვის დასაშვებია, სასულიერო პირები „პრივილეგირებულ

პოლიტიკური ცენტრი „გირჩი" მოქალაქე გიორგი ჯახუას საქმეზე შსს-ს რეაგირებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გირჩი" განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს შსს-ს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ  გიორგი ჯახუა, ვისი  სახლიდანაც სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.

„გირჩი“ მიიჩნევს, რომ გიორგი ჯახუას ნებისმიერ სტატუსს საქმესთან არანაირი კავშირი აქვს.

„სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულების არსებობას. 

მათი ეს ნაბიჯი ასევე დასტურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასაშვებია მოქალაქეთა ნაწილი - პოლიტიკურ პარტიასთან

დაკავშირებული ადამიანები და სასულიერო პირები „პრივილეგირებულ", ხოლო რიგითი მოქალაქეები

„არაპრივილეგირებულ" ჯგუფებად განიხილოს და მშვიდად განაგრძოს ამ უკანასკნელთა მიმართ რეპრესიული და არაადამიანური მოპყრობა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანის ბუნებრივ, ღვთისგან ბოძებულ უფლებათა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არსად, საქართველოს არც ერთ კუთხეში, კანაფის დათესვისა და კულტივაციის გამო არ იდევნებოდნენ ადამიანები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური მრწამსისა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ძალოვან უწყებებს, თუ აპირებთ გააგრძელოთ არსებული ნარკოპოლიტიკა, სახლებში შეუვარდეთ და ღირსება შეულახოთ ადამიანებს კანაფის კულტივაციის გამო, ეს პროცესი დაიწყოთ „გირჩის" იმ წევრებისგან, ვინც საჯაროდ, ტელეკამერების წინაშე ჩავიდინეთ ეს ე.წ. „დანაშაული", წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი მორალური უფლება არ გრჩებათ მალულად „უსწორდებოდეთ" ქვეყნის წესიერ მოქალაქეებს“,-ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics