00:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 09:00:43, 2622 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
კახი კალაძე დღეს „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დღეს ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,„გაზპრომ-ექსპორტის“ ხელმძღვანელობას შეხვდება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან" მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.

ცნობისთვის, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე კომპანიისგან გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. შესაბამისი ხელშეკრულება ერთწლიანია და მის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics