21:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 10:51:22, 1403 ნახვა

საზოგადოება
N51 მარშრუტზე ლურჯი ავტობუსები პირველად გავიდნენ

ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე პირველად გავიდნენ. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ეკოლოგიური, შშმ პირებზე ადაპტირებული და კომფორტული ავტობუსები გლდანულას დასახლებიდან, გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებენ. შენარჩუნებულია მგზავრობის სტანდარტული ტარიფი - 50 თეთრი და მერიის მიერ დაწესებული შეღავათები.
 
მათივე ცნობით, ახალი წლიდან სიახლე შეეხება N15 და N95 მარშრუტებსაც, აღნიშნულ ხაზებზე პატარა ავტობუსების ნაცვლად დიდი ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ.
 
გერმანული ავტობუსებით „ბოგდანების“ მორიგი ჩანაცვლება იანვრის ბოლოს - N37 მარშრუტზე მოხდება.  მარტში კი, თბილისის ავტოპარკი  143 „მან”-ის ავტობუსით განახლდება.
 
მერიის მიერ დაწყებული ავტობუსების პარკის გადახალისების პროექტი მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში კი , თბილისის ავტოპარკის სრულად განახლებაა დაგეგმილი.
 
(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics