|
2017-01-03 10:35:09, 928 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ესტუმრა
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად, წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ესტუმრა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ სათნოების სახლში მცხოვრები ბენეფიციარები ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, მეუფე დიმიტრისთან ერთად მოინახულეს. სავანეში 122 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ხანდაზმულია. ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან ერთად ყოველ მათგანს საჩუქრად საახალწლო ტკბილეული და თბილი ტანსაცმელი გადასცა და ახალი წელი მიულოცა. "მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი აქ მცხოვრებ ყველა ადამიანს. ვუსურვებ მათ პირველ რიგში ჯანმრთელობას, სიკეთეს და მშვიდობას “,-განაცხადა პატარაძემ. (NS)
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)