20:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 10:06:10, 1025 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ახალი წელი სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ახალი წელი თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ეგაძეების ოჯახს მიულოცეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ახალ წელს ეგაძეების ოჯახში სტუმრობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გამოაგზავნეს და დახმარება სთხოვეს.

საქართველოს პრეზიდენტმა დაბადების დღე მიულოცა მრავალშვილიანი ოჯახის ერთერთ წევრს, 13 წლის მაია ეგაძეს და მას საახალწლო სურვილი აუსრულა  - ქართული ცეკვის სტუდიის ვაუჩერი გადასცა.

15 წლის მარიამ ეგაძეს კი, რომელსაც ბატუტზე ხტომაში დიდი წარმატებები აქვს ახალგაზდული ოლიმპიადისათვის მზადებაში წინსვლა უსურვა და აღნიშნა, რომ მის ასპარეზობებს ყურადღებით მიადევნებს თვალს.

საქართველოს პრეზიდენტმა და პიველმა ლედიმ ეგაძეების ოჯახს გამათბობელი და საახალწლო კალათა გადასცა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics