18:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 10:22:24, 1026 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: ტრადიციულ კურორტებს სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში კურორტების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კვირიკაშვილის განმარტებით, განვითარებული კურორტები ქვეყანაში დამატებითი შემოსავლების საწინდარია. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით,  მთავრობა  ტრადიციულ კურორტებს სრულიად  ახალ  დატვირთვას აძლევს:

 „ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს. ბაკურიანი და გუდაური, ეს არის ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები, წყალმომარაგების სისტემები, ატრაქციები, რომლებიც ამ კურორტებზე ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და ამ კურორტების გარშემო ძალიან დიდი რადიუსით იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას. ეს არის ახალი შემოსავლები და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვის. ასევე ვავითარებთ ახალ კურორტებს. ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი და ეს არის კიდევ სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის სრულიად ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics