16:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 09:09:21, 815 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი ბულგარეთის ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს შსს-ს ბულგარეთის მხარესთან სამართლდაცვით სფეროში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, რის საფუძველზეც ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება. საქართველოს შს მინისტრმა ხაზი გაუსვა 2015 წელს ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, რუმიანა ბაჩვაროვას ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი ხელშეკრულების - „საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მნიშვნელობას.

გიორგი მღებრიშვილმა და დესისლავა ივანოვამ საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და ბულგარეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.

შს მინისტრი ბულგარეთის ელჩს სამინისტროს ახალი დეპარტამენტის - ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ესაუბრა, მისი მუშაობის პრინციპები და დანიშნულება გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა დესისლავა ივანოვას, შს სამინისტროს სახელით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მხარდაჭერისა და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics