16:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 15:33:13, 824 ნახვა

საზოგადოება
ჯეჯელავა: ჩვენი დაპირებაა, მე-7, მე-8, მე-9 კლასებში ბავშვებს ჰქონდეთ მეტი თავისუფალი დრო

ახალი ეროვნული სასწვლო გეგმის დამტკიცებისას მოსწავლეების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე დამტკიცებულია ახალი სასწავლო გეგმა 1-დან მე-6 კლასამდე და ზედა კლასებთან მიმართებაშიც მუშოაბა გრძელდება.

"ამ პროცესში შევეცდებით, გავითვალისწინოთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესი. დღესდღეობით, ჩვენი მოსწავლეები დატვირთული არიან მე-7 მე-8, მე-9, კლასში, ბევრი გაკვეთილი და ბევრი დავალება აქვთ. მე-11, მე-12 კლაში დატვირთვა არის საკმარისი და ოჯახებს უწევთ რეპეტირორების დახმარების გამოყენება, რომ მათმა შვილებმა გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენი დაპირებაა, მე-7, მე-8, მე-9 კლასებში ბავშვებს ჰქონდეთ მეტი თავისუფალი დრო, მეტი საშუალება, მეგობრებთან ურთიერთობის, მეტი საშუალება კლასგარეშე აქტივობის, კითხვის, თამაშის, ხელოვნებას და სპორტთან ზიარების და ბოლო კლასებში იყვნენ მაქსიმალურად კონცენტირირებული აკადემიურ მოსწრებასა და აკადემიურ შედეგებზე. გვჯერა, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ შედეგებსაც და  მზადყოფნასაც ზრდასრული ცხოვრებისთვის", - აღნიშნა ჯეჯელავამ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics