15:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 17:00:36, 1082 ნახვა

საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში ახალი სკვერი მოეწყო

ზემო ფონიჭალაში, მე-12 და მე-13 კორპუსების მიმდებარედ, ახალი სკვერი გაიხსნა.

კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე კრწანისის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ბექა ოდიშარიასთან და ქეთი მამულაშვილთან ერთად დაათვალიერა.

მათივე ცნობით,  გამგეობის დაფინანსებით, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო ბილიკები და დეკორატიული განათება, დამონტაჟდა კაუჩუკის საფარიანი ორი საბავშვო მოედანი.

გამწვანების ზოლში დაირგო ახალი ნარგავები და მოწესრიგდა სკვერის გასწვრივ მდებარე ავტოსადგომი.

ახალი სკვერი თვითნებურად მოწყობილი ავტოფარეხების ადგილზე განთავსდა, რომელთა დემონტაჟი მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics