15:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-25 17:55:03, 1124 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ჩემი ძალიან დიდი გულწრფელი და თბილი მადლობა პატრიარქს იმისთვის, რომ არსებობს

 „პირველ რიგში ჩემი ძალიან გულწრფელი და თბილი მადლობა მას, იმისთვის, რომ არსებობს და არის ნუგეშად ყველა ჩვენგანისთვის", -ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უწმინდესს და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 39-ე წლისთავი.

პრემიერმა პატრიარქს ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწე უწოდა.

„მინდა, ვუსურვო მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც. იგი არის ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწე, რომლის მნიშვნელობაც, დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს. მის პერიოდში მოხდა სასულიერო ცხოვრების, ეკლესია-მონასტრებისა და სამონასტრო ცხოვრების აღორძინება და მინდა, მადლობა გადავუხადო მას ძალიან ბევრი ადამიანის სახელით. პირველ რიგში ჩემი ძალიან გულწრფელი და თბილი მადლობა მას, იმისთვის, რომ არსებობს და არის ნუგეშად ყველა ჩვენგანისთვის“,-აღნიშნა პრემიერმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics