13:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-25 13:30:26, 1765 ნახვა

საზოგადოება
ბორტზე დოქტორ ლიზად ცნობილი ელიზაბეტა გლინკა, ჟურნალისტები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრები იმყოფებოდნენ

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავში, რომელმაც კატასტროფა განიცადა, სამხედროებთან ერთად,  ცნობილი ჟურნალისტები, გადამღები ჯგუფები, რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული ფონდის „სამართლიანი დახმარება“ ხელმძღვანელი,  გაეროს კეთილი ნების ელჩი ელიზაბეტა გლინკა, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრები იმყოფებოდნენ. საერთო ჯამში ბორტზე 83 მგზავრი და რვა ეკიპაჟის წევრი იყო.

უფლებადამცველების ინფორმაციით, დოქტორ ლიზად ცნობილ უფლებადამცველს სირიის ლატაკიაში მედიკამენტები გადაჰქონდა.მან გამგზავრებამდე დახმარებისთვის რამდენიმე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ფონდს მიმართა და შეგროვილი მედიკამენტების სირიაში წაღება პირადად გადაწყვიტა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის  ბორდზე იმყოფებოდნენ ცნობილი რუსი ჟურნალისტები, მათ შორის პირველი არხის ჟურნალისტი დიმიტრი რუნკოვი, ოპერატორი ვადიმ დენისოვა და  ხმის რეჟისორი  ალექსანდრე სოიდოვი, „ენტევესა“ და ტელეკომპანია „ზვეზდას“ გადამღები ჯგუფები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  თვითმფრინავი  „ Tu-154“ სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, სადაც  წინასაახალწლო კონცერტი იყო დაგეგმილი.  მათ სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ. თვითმფრინავის ნამსხვრევები  სოჭში, შავი ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics