|
2016-12-24 18:28:01, 2219 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირმა ინაშვილი: მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, ამიტომ საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით, აუცილებელია, ქართველმა ხალხმა წარმოდგენილი ცვლილებები განიხილოს და ამ ცვლილებებს საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდეს. „დღეს გაიმართა პირველი სხდომა, რომელიც უფრო საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა. განსახილველად ბევრი რამ იყო წარმოდგენილი და ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით კომისიის მუშაობაში ჩართული. ყურადღება ხალხის აზრზე უნდა გამახვილდეს და ეს აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. ითქვა, რომ იქნება საერთო, სახალხო განხილვა, ამიტომ მე ამ მიმართულებით ძალიან ვარ დაინტერესებული. ვთვლი, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია ასევე ქართველმა ხალხმა წარმოდგენილი ცვლილებები განიხილოს და ამ ცვლილებებს საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდეს“, - განაცხადა ინაშვილმა. ცნობისთვის, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)