13:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 17:34:23, 776 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სოზარ სუბარი სოფელ აბანოს საბავშვო ბაღს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ  ქეთევან ციხელაშვილთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელთან საქართველოში სიმონე ვოლკენთან და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან  შომბი შარპთან ერთად ეწვია.

უწყების ინფორმაციით, სოფელ აბანოში საბავშვო ბაღი 2016 წლის ზაფხულში დაფუძნდა.

ბაღი გამყოფი ხაზის მიმდებარე 3 სოფლიდან - აბანოდან, საციხურიდან და კოდიდან 24 ბავშვს ემსახურება.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და საჭირო ინვენტარით აღჭურვა  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics