12:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 22:00:44, 1721 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა: პატრიარქის დაცვის წევრები არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე ხსენებული თეთრუაშვილის მიერ

ბიჭები, რომლებიც პატრიარქს დაცვის სახით ერთგულად და თავდადებით ემსახურებიან, არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე ხსენებული ქალბატონის [შორენა თეთრუაშვილის] მიერ, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, პატრიარქმა, თავისი ჩვეული დიდსულოვნებით თავი აარიდა ამ პრობლემური საკითხების განხილვას.

 ”არც ყოფილა და ვერც იქნებოდა ამ კუთხით ეს საკითხი დაყენებული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ჩემი პირადი სურვილი, შევხებოდით ამ პრობლემას. უწმინდესმა თავისი ჩვეული დიდსულოვნებით თავი აარიდა ამ პრობლემური საკითხების განხილვას. მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიჭები, რომლებიც პატრიარქს დაცვის სახით ერთგულად და თავდადებით ემსახურებიან, არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე ხსენებული ქალბატონის მიერ. ღმერთმა მრავალჟამიერი სიცოცხლით დააჯილდოოს პატრიარქი, მაგრამ ეს ბიჭები არიან გარანტი იმისა, რომ საზოგადოება არ აღმოჩნდება დეზინფორმირებული ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომაც, აქცენტი ამ ბიჭების მიმართ უფრო შორს მიდის. სამიზნენი გახდნენ ისინი, რადგან ერთგულად ემსახურებიან და ისინი არიან გარანტი, რომ უსამართლობა ბოლომდე ვერ იზეიმებს”, - განაცხადა მიტროპოლიტმა. 

ამავე თემაზე: მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა: შორენა თეთრუაშვილი უნდა ჩამოცილდეს საპატრიარქოს მართვა-გამგეობას





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics