|
2015-03-25 20:17:59, 598 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება
2015 წლის 26-27 მარტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად ორდღიან სამუშაო შეხვედრას ჩაატარებენ. შეხვედროს თემა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხებია. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ატლანტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტები და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები. ასევე, C ჰეპატიტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები. შეხვედრის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების გეგმის განხილვა და სრულყოფა საქართველოში სოფოსბუვირით მკურნალობის დანერგვის მიზნით. შეხვედრის მსვლელობისას დაინტერესებული მხარეები იმსჯელებენ ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო გეგმის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების ფარგლებში ქვეყანაში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირების გზების შესახებ. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდით, ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარებით. გაიმართება დისკუსია კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესების, მკურნალობის პროტოკოლების შემუშავების, დაავადების მართვის ერთიანი ელექტრონული მოდულის დანერგვის, სამკურნალო მედიკამენტების ლოჯისტიკის სქემის შემუშავების საკითხებზე. ყურადღება გამახვილდება C ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. სამუშაო შეხვედრაზე ასევე, განიხილება ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცის 2015-2020 სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც დაავადების მართვის გრძელვადიან პერსპექტივას უზრუნველყოფს.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)