02:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 11:18:39, 1907 ნახვა

სამართალი
მაია რჩეულიშვილის ადვოკატი დღეს სასამართლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტს წარუდგენს

 „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელის მაია რჩეულიშვილის ადვოკატი დღეს სასამართლო პროცესზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტს წარადგენს და პატიმრობის შეცვლას მოითხოვს.

მარინა ცუცქირიძის განმარტებით, რჩეულიშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და  მისი საკანში დაბრუნება ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებს.

„ყველა გამოკვლევა ცალსახად ადასტურებს, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმეა. მისი დაწესებულებაში დაბრუნება  იმ პატარა საკანში მოთავსება, რომელიც არც ნიავდება და არანაირი პირობები არ არის, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრად გააუარესებს“,-ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, მაია რჩეულიშვილს  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქალთა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის“  საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდშია ბრალდებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics